დღეს მობილური მოწყობილობები კომპანიებს საშუალებას აძლევს დარჩნენ მოქნილები, რაც მეტწილად განსაზღვრავს მათ წარმატებას. თუმცა უნდა გვახსოვდეს კიბერუსაფრთხოების რისკების შესახებ! #CheckPoint-ის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, ბიზნესის თითქმის 30% დადგა მობილური მოწყობილობების უსაფრთხოების საფრთხის წინაშე, რომელიც განუყოფლად არის დაკავშირებული კორპორატიულ ქსელებთან.
Check Point გთავაზობთ კიბერ-რისკების თავიდან ასაცილებლად რამოდენიმე რჩევას:
- გამოიყენეთ მომხმარებლის მრავალფაქტორიანი აუთენტიფიკაცია.
- არ დაგავიწყდეთ მობილურ მოწყობილობებზე მონაცემების დაშიფვრის შესახებ - ინფორმაციის დაცვის ფუნდამეტალური ტექნოლოგია.
- დარწმუნდით, რომ თქვენი ინტერნეტთან დაკავშირება უსაფრთხოა - გამოიყენეთ საიმედო VPN.
- რეგულარულად განაახლეთ ოპერაციული სისტემა, აპლიკაციები და პროგრამები.
- მოერიდეთ საზოგადოებრივ Wi-Fi-თან დაკავშირებას.
- დააყენეთ შეზღუდვები არასაიმედო წყაროებიდან პროგრამების ჩამოტვირთვაზე.
- არ დაგავიწყდეთ თქვენი მობილური მოწყობილობების სარეზერვო კოპირების გაკეთება.
- მიიღეთ ზომები მობილური ფიშინგის წინააღმდეგ.
- ეწვიეთ მხოლოდ SSL დაცული სერთიფიკატების მქონე ვებ-გვერდებს.
- მობილურ მოწყობილობებზე განახორციელეთ უსაფრთხოების აუდიტი.
და ბოლოს, თქვენი ბიზნეს-აქტივების დასაცავად გამოიყენეთ მხოლოდ საიმედო გადაწყვეტილებები. Check Point Sandblast Mobile წარმოადგენს ფართო ფუნქციონალის მქონე ქსელის დაცვის უნიკალურ ტექნოლოგიებს, ისეთებს როგორიც არის ანტიფიშინგი, უსაფრთხო ბრაუზინგი, ანტი-ბოტი და პირობითი წვდომა.