წარმოიდგინეთ, რომ ხართ კომპანიის ხელმძღვანელი. რას ფიქრობენ ისინი და რა პრიორიტეტები აქვთ? ნდობა წარმოადგენს პირველ პრიორიტეტს. პრიორიტეტები № 2, 3 და 4 აგრეთვე დაკავშირებულია ნდობასთან.
ხელმძღვანელი მუშაობს ოთხ სხვადასხვა აუდიტორიასთან და ყველას უნდა გადასცეს თავდაჯერებულობის შეგრძნება.
რომელ ოთხ აუდიტორიასთან მუშაობს კომპანიის ხელმძღვანელი? ინვესტორებთან - რომლებსაც იწვევენ, თანამშრომლებთან - რომლებსაც აძლევენ მოტივაციას, მომხმარებლებთან - ავითარებენ ბაზას, პარტნიორებთან - სხვა კომპანიების საპარტნიორო ეკოსისტემაში სრული ინტეგრაციის მიზნით.
ამ აუდიტორიებს გააჩნიათ სხვადასხვა მიზნები და ინტერესები. ინვესტორები ელოდებიან მათ მიერ ჩადებული ინვესტიციებიდან დიდ სარგებელს. თანამშრომლებს სურთ მაღალი ხელფასები, წახალისება და კარიერა. პარტნიორები მიისწრაფვიან თანამშრომლობის არეალის გაზრდისაკენ, რა თქმა უნდა, მომხმარებლები ჩვენგან ელოდებიან მათი პრობლემების ხარისხიან მოგვარებას. თქვენ კი, თავის მხრივ, გინდათ გახდეთ სხვების მიერ აღიარებული პარტნიორი.
ეს ინტერესები შეიძლება იყოს ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. ხელმძღვანელის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ყოველდღიურად ჰარმონიაში მოიყვანოს აღნიშნული ინტერესები და თითოეულ აუდიტორიას შთააგონოს თავდაჯერებულობა. თქვენ არ შეგიძლიათ მხოლოდ ორი ან სამი აუდიტორიის დაკმაყოფილება - ოთხივე აუდიტორია უნდა იყოს დაკმაყოფილებული ერთდროულად.
აუდიტორიებს შორის ბალანსის შენარჩუნება არ არის ადვილი, განსაკუთრებით მუდმივად ცვალებადი გლობალური სიტუაციის დროს - სოციალური არასტაბილურობა, ეკონომიკური პრობლემები, ქვეყნების გეოპოლიტიკური თამაშები მსოფლიო მაშტაბით და სხვა. ეს შეიძლება იყოს ვალუტის კრიზისი, მიწისძვრა ან კორონავირუსი. როგორ უნდა შევმატოთ თავდაჯერებულობა ასეთ არაპროგნოზირებად გარემოში? მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტრატეგიის დაცვა, არამედ მისი განხორციელების პროცესში მოქნილობის შენარჩუნება. მიზანი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო მისი განხორციელების პირობები შეიძლება იცვლებოდეს ყოველდღე.
გაუთვალისწინებელი გარემოებებიდან აღსანიშნავია ტექნოლოგიური პრობლემები. ზოგი ადამიანის დამოკიდებულება მათ მიმართ ნეგატიურია, მაგრამ ზოგიერთი მათ კარგად აღიქვამს. ტექნოლოგიური პრობლემები შეიძლება განხილულ იქნას როგორც საფრთხე ბიზნესისათვის - ჩვენ დავინახეთ, ტექნოლოგიური პრობლემების გამო როგორ დაიშალა და ბაზრიდან გაქრა ბევრი კომპანია. აგრეთვე ვნახეთ მრავალი კომპანია, რომელიც გადარჩა და რომელმაც თავიდან დაიწყო ფუნქციონირება.
ბიზნესის საფუძველი შეიძლება გახდეს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, პრობლემები და ევოლუცია. ამის კარგი მაგალითია Airbnb - კომპანია, რომელიც დაარსდა 12 წლის წინ. დღეს ის მართავს 8 მილიონ ბინას მთელი მსოფლიოში. მათი საბაზრო კაპიტალიზაცია Hilton-ზე მაღალია. Tesla, რომელიც არის შედარებით ახალი კომპანია, დღეს ფლობს უფრო მეტ კაპიტალიზაციას, ვიდრე Volkswagen, რომელიც აწარმოებს 11 მილიონ ავტომობილს წელიწადში.
როგორ გარემოში ვცხოვრობთ? 5G ტექნოლოგია ახლახანს გამოჩნდა და ის ახლა ყველგან ვრცელდება. 2030 წლისთვის 500 მილიარდი დაკავშირებული მოწყობილობა გამოიყენებს ამ ინფრასტრუქტურას. რა თქმა უნდა, ზუსტი ციფრების დადგენა შეუძლებელია, მაგრამ აშკარაა, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ურთიერთდაკავშირებული მოწყობილობების გარემოცვაში და ეს გავლენას იქონიებს ყველა კომპანიაზე. მოხდება არა მხოლოდ სმარტფონების და ნოუთბუქების დაკავშირება. ჩვენი მაცივრები და გამათბობლებიც დაკავშირებული იქნება აღნიშნულ ტექნოლოგიასთან, ქალაქის განათების, მანქანების და უპილოტო საფრენ აპარატებთან. ყველა ეს ელემენტი წარმოადგენს ჩვენი მომავლის ინფრასტრუქტურას.
მოდით განვიხილოთ საავტომობილო ინდუსტრია, როგორც ბიზნესის ტრანსფორმაციის მაგალითი. ბევრ ჩვენგანს გვყავს ავტომობილი. თავდაპირველად უნდა შემუშავდეს მოდელი, შემდეგ მოხდეს მისი წარმოება, გაყიდვა და მომხმარებლის მხარდაჭერა. ხარისხიანი მომსახურება უნდა იქნას გაწეული თითოეულ ეტაპზე.
პროექტირების ეტაპზე გამოიყენება CAD, 3D და მრავალი სხვა ინსტრუმენტი. მაგრამ ვირტუალური crash და აეროდინამიკური ტესტები უკვე ხელმისაწვდომია. ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზირებული სწავლება გამოიყენება ავტომობილის აწყობის პროცესში წარმოების ეფექტურობის გაზრდის და აქტიური ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით. რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ გაყიდვებზე, ჩვენ კვლავ ვიყენებთ მომხმარებელთა მოზიდვის სტრატეგიებს და გაყიდვების პროგნოზირების მეთოდებს. მაგრამ მომხმარებლები ძალიან შეიცვალნენ.
მომხმარებლები სტუმრობენ ავტოსალონებს ხუთჯერ, სანამ იყიდიან ავტომობილებს. ახლა მათ სჭირდებათ ერთი ვიზიტი. მომხმარებელი წინასწარ სწავლობს მისთვის საჭირო ავტომობილის მახასიათებლებს და ფასს, რომლის გადახდაც მას შეუძლია. მათ აგრეთვე შეუძლიათ ავტომობილის შეკვეთა ინტერნეტში. ჩნდება CRM-ის პროაქტიული ტექნოლოგიები. გაყიდვის შემდეგ მომხმარებელთან ურთიერთქმედებაც იცვლება.
იცოდით, რომ თებერვლის დასაწყისში კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად, ჩინეთში მანქანების გაყიდვებმა 90%-ით იკლო? სათადარიგო ნაწილების ნაკლებობის გამო, ევროპაშიც იკლო წარმოება. მწარმოებლები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან - ერთი ავტომობილი შედგება სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული ასობით ელემენტისგან და წარმატების მისაღწევად უნდა ვიყოთ დარწმუნებული თითოეული დეტალის ხარისხსა და ხელმისაწვდომობაში.
მზად არიან კომპანიები ციფრული ტრანსფორმაციისათვის? მათი თქმით «კი», მაგრამ ხშირად ისინი თვალთმაქცობენ. Gartner კვლევები აჩვენებს, რომ კომპანიების 71% დარწმუნებულია, რომ მზად არიან, ხოლო 66%-მა უკვე დაიწყო ამის გაკეთება. მაგრამ მხოლოდ 10% აკეთებს იმას, რასაც აცხადებს.
ციფრული ტრანსფორმაცია - ეს არ არის მხოლოდ ბიზნეს პროცესების მოდერნიზაცია და ოპტიმიზაცია. ციფრული ტრანსფორმაცია მოიცავს რადიკალურ ცვლილებებსაც. ქაღალდის დოკუმენტებზე უარის თქმა ნიშნავს მოდერნიზაციას. მაგრამ ჩვენ კვლავ გვაქვს დასკანირებული ელექტრონული დოკუმენტების ასლები. ნამდვილი ციფრული ტრანსფორმაცია ნიშნავს იმას, რომ იცით, როგორ მოახდინოთ ყველა დოკუმენტიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის ავტომატიზირებული ამოკრეფვა, დოკუმენტის ფორმის მიუხედავად.
მოდით დავუბრუნდეთ ხელმძღვანელების მოლოდინებს. ბიზნესების მეპატრონეების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რა ტექნოლოგიების მიღება შეუძლიათ. მენეჯერები, როგორც წესი, ფოკუსირდებიან მოკლევადიან შედეგებზე და იყენებენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ჩვეულებრივი პრობლემების გადასაჭრელად პრინციპით “ახლა და აქ“.
ხელმძღვანელის პირველი მოთხოვნა არის ის, რომ IT და ტექნიკურმა დირექტორებმა დაიცვან ბიზნესის მთლიანობა. ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის მთავარი ამოცანა. ჩვენ ყველამ ვიცით მომხმარებელთა მონაცემების მოპარვის, ვებ-გვერდებზე თავდასხმების ისტორიების შესახებ. დაივიწყეთ ყველაფერი, სანამ კიბერუსაფრთხოების პრობლემები არ მოგვარდება. მეორე - ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველყოფა, გამჭვირვალე კავშირი დეპარტამენტებს შორის და უპრობლემო ურთიერთქმედება.
ამასთან IT დირექტორების ამოცანას (რა თქმა უნდა ხელმძღვანელებსაც ეხება) წარმოადგენს ბიზნესის მფლობელების გამოწვევა და მათთვის პრიორიტეტების დასახვა. ეს არ ნიშნავს ხელმძღვანელების წინააღმდეგ ქმედებას, ეს ნიშნავს ახალი შესაძლებლობების ძიებაში დახმარებას და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას ბიზნეს-დრაივში.
IT დირექტორები და ხელმძღვანელები უნდა უჭერდნენ მხარს ბიზნესის მფლობელებს და პარტნიორებს და ღიად უხსნიდნენ ინფორმაციული ტექნოლოგიების უპირატესობების და საჭიროების შესახებ.
რამდენიმე წლის წინ, IT პროექტებთან დაკავშირებული დისკურსიები ხდებოდა მომსახურების დონის, რესურსების შეფასების, დახარჯული დროის და სახსრების შიდა შეთანხმებების გარშემო. ახლა აქცენტი კეთდება პროექტის ღირებულებაზე, რომლის მიღებაც და მიწოდებაც შესაძლებელია არა მხოლოდ კომპანიის შიგნით, არამედ ბიზნეს ეკო-სისტემაშიც. სხვათაშორის, ეს ფაქტი მოქმედებს აგრეთვე ადამიანებზე, რომლებიც დღეს საჭირო არიან, როგორც C კლასის ხელმძღვანელები. ისინი არა მხოლოდ ტექნიკურად კვალიფიცირებული სპეციალისტები არიან, არამედ თანამშრომლები განვითარებული უნარ-ჩვევებით, რომლებიც ფიქრობენ როგორც ჰუმანიტარები, რომლებიც ნებისმიერ ადამიანთან მარტივ ენაზე საუბრობენ, განსაკუთრებით ბიზნესის მფლობელები. ისინი არიან კომუნიკაბელური ადამიანები, რომლებსაც შეუძლით მოლაპარაკებების წარმოება და კონტროლი. ისინი არ არიან მხოლოდ IT გურუები. IT დირექტორები ემსახურებოდნენ კომპანიას, დღეს კი ისინი ხელს უწყობენ ბიზნესის ტრანსფორმაციას.
ხელმძღვანელები, IT და ტექნიკური დირექტორები - არიან ექსპერტები შეუძლებელი მისიების წინაშე. ერთის მხრივ, მათ უნდა ითანამშრომლონ ოთხივე აუდიტორიასთან და აგრძნობინონ ნდობა. მეორე მხრივ, მათ უნდა დაიცვან ნულოვანი ნდობის პრინციპი. ჩვენ, კომპანიაში ვიცით რა შევთავაზოთ IT-ს და პარტნიორებს წარმატების მისაღწევად.