ბიზნესმენებს და საქმიან ადამიანებს შეუძლიათ ბევრი ისწავლონ ახალგაზრდა ტექნიკოსებისაგან. ჩვენ მოგიმზადეთ მათი დადებითი თვისებების მოკლე რეზიუმე.
თუ თქვენ მოგწონთ სერიალები, როგორიც არის «IT Crowd» ან «The Big Bang Theory», მაშინ თქვენთვის ნაცნობია ადამიანი გენიოსი, ყველაფრისმცოდნე, პროგრამისტი, მათემატიკოსი ან მეცნიერი - ადამიანი მაღალი IQ-თი. ასეთი ადამიანების რიცხვი მაღალია პროგრამული უზრუნველყოფის გამოცდილ დეველოპერებსა და ინჟინრებს შორის. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან ტექნოლოგიებს, გარდაქმნიან საზოგადოებას, გვასწავლიან და გვართობენ და ხდებიან ჩვენი ყოველდღიური თანამგზავრები. მათ მიერ შექმნილი ტექნოლოგიები განკარგავენ ეკონომიკის, ბიზნესის და წარმოების მომავალს.
მეწარმეებს და ბიზნესის ლიდერებს ბევრის სწავლა შეუძლიათ ასეთი ტექნიკური განათლების მქონე ადამიანებისგან.
გაგაცნობთ ასეთი ტექნიკოსი ადამიანების ფასეულ, დადებით თვისებებს.
საკითხების გარკვევა
მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებული პირები ხშირად ტოვებენ არამიწიერი ხალხის შტაბეჭდილებას. მაგრამ ეს მხოლოდ ყოველდღიურ ცხოვრებაშია. როდესაც ისინი მუშაობენ პროექტზე, ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ დეტალებს. როდესაც ისინი წერენ კოდს, ტესტავენ პროგრამულ უზრუნველყოფას ან მოწყობილობის კონფიგურაციას აწყობენ, ისინი ყველაფერს დეტალურად ამოწმებენ. პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისას, მცირე დეტალების შემუშავება, ელემენტების კლასიფიკაცია და მარკირება წარმოადგენს იმ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც განაპირობებს პროდუქტის წარმატებულ დანერგვას და მომსახურების ხანგრძლივობას. ეს ყველაფერი პაზლის აწყობას ჰგავს - თითოეული ნაჭერი უნდა იდეალურად შეესაბამებოდეს მეზობელს.
ბიზნეში დეტალებისათვის ყურადღების მიქცევა შესაძლებელია იყოს ის გასაღები, რომელიც თქვენს ბიზნესს გახდის წარმატებულად. დიდი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, როდესაც სწავლობთ მომხმარებლის ქცევას, კლიენტებისგან მიღებულ შეფასებებს, თქვენი კონკურენტების წარმატებულ და წარუმატებელ ისტორიებს. მოახდინეთ ფოკუსირება დეტალებზე მაშინაც კი, როდესაც თქვენს აზრებს განიხილავთ, რადგანაც ჩეულებრივი დღეები სავსეა ბიზნეს-იდეებით.
შიდა მოტივაცია
მაშინ, როდესაც ჰუმანიტარული პროფესიის ადამიანები ეძებენ თავიანთ ‘ბედს“, ხელოვნები განიცდიან მსოფლიოს ნაკლოვანებებს და აუდიტორიის გულგრილობას, ტექნიკოსები სიამოვნებით აკეთებენ თავიანთ საქმეს - ქმნიან უნიკალურ სგანებს. ყველასთვის ცნობილია, რომ კარგ პროგრამისტს აქვს მუდამ აღფრთოვანებული თვალები. ტექნიკური კადრები იშვიათად თანხმდებიან ისეთი სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც არ უხდებათ. არ არის მათი დაჩქარების აუცილებლობა. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ცხოვრების ყოველი წუთი უნდა დაიხარჯოს საინტერესო საკითხებზე, ამიტომაც ისინი ჯერ თამაშობენ ვიდეო თამაშებს, შემდეგ ენთუზიაზმით ქმნიან 3D მოდელის ავტომობილებს, შემდეგ კი მათ გარაჟში რამდენიმე პრესტიჟული ავტომობილი ჩნდება. ზოგადად, ვინც სიამოვნებით მუშოაბს, ის უფრო მეტს გამოიმუშავებს.
საქმისადმი ასეთი მიდგომით და ენთუზიაზმით კომპანიებს შეუძლიათ ნახონ სარგებელი. დამტკიცებულია, რომ ხელმძღვანელი, რომელსაც უყვარს თავისი საქმე, დიდი ალბათობით პოულობს თავისთვის შესაბამის გუნდს, ენერგიას მატებს ქვეითებს, რომელტანაც ერთად ახორციელებენ წარმატებულ პროექტებს და კარგად ერკვევიან საქმიანი პარტნიორების შერჩევაში.
თანამშრომლობა
ერთი შეხედვით, ტექნიკოსები არ ჩანან მეგობრულები და კომუნიკაბელურები. მაგრამ სინამდვილეში ისინი სიამოვნებით ამყარებენ სოციალურ კავშირებს თანამოაზროვნეებთან. გაიხსენეთ ინტერნეტ-ფორუმების გასული პოპულარობა - ბოლოს და ბოლოს, აღნიშნული ფორუმები IT სპეციალისტების მიერ იყო შექმნილი, რომელთაც სჭირდებოდათ თანამოაზროვნეების ძიება პლატფორმის საშუალებით, ინტერნეტში შეხედულებების ერთმანეთში გასაცვლელად. ამ ხალხმა სექმნა საწყისი კოდი, რომლის საძირკველში ჩადებულია ერთიანი, ყველასათვის ხელმისაწვდომი პროდუქტის ერთობლივი დამუშავების, გამჭირვალობის და შეუზღუდავი წვდომის იდეა. ამ კონცეპციამ შეიტანა დიდი წვლილი საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაში.
პროგრამისტებს გააჩნიათ პროფესიული სოლიდარობის ძლიერი გრძნობა, დახმარების კულტურა, ძლიერი პროფესიული ურთიერთობების უნარი და რა თქმა უნდა მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები. რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ბიზნესთან, როდესაც ვისაც თქვენ ხვდებით, არის ან მომხმარებელი ან კონკურენტი? პირიდაპირი. ეძებეთ თანამოაზრეები კომპანიის შიგნით და მის გარეთ, დარჩით ყურადღების ცენტრში, ეძიეთ ადამიანებს, ვინც მხარს დაგიჭერთ და ნუ გერიდებათ, ისწავლოთ ინდუსტრიის ლიდერებისგან!