დისტანციური მუშაობა შეიძლება იყოს პროდუქტიული და უსაფრთხო
დღეს, მთელ მსოფლიოში, ადამიანები იძულებულნი არიან მკვეთრად შეცვალონ თავიანთი სამუშაო განრიგი და გადავიდნენ კოლეგებთან დისტანციური მუშაობის სტილზე. საბედნიეროდ არსებობს სრულყოფილი დისტანციური მუშაობისათვის ტექნოლოგიები, რომლებიც როგორც არასდროს ხელმისაწვდომია.
პროგრამული უზრუნველყოფა
პირველი ნივთი, რაც დისტანციურად მომუშავე თანამშრომელს სჭირდება, არის კომპიუტერი. თუ თქვენი თანამშრომელი იყენებს ლეპტოპს, პრობლემა არ არის. თუმცა, თუ ადამიანები მუშაობენ კომპიუტერებთან ოფისში, თქვენი გადასაწყვეტია რისი გაკეთების უფლებას მისცემთ თქვენ თანამშრომლებს თავიანთ პირად კომპიუტერებთან მუშაობისას, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ. თქვენ შეიძლება მისცეთ მათ მხოლოდ ელ.ფოსტასთან ან კორპორატიული რესურსების სრულ პაკეტთან წვდომის უფლება. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი თანამშრომლები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ სჭირდებათ თავიანთ პერსონალურ კომპიუტერებში უსაფრთხოების უახლესი განახლებების, ანტივირუსების, უკაბელო ქსელის სწორი პარამეტრების (ძლიერი პაროლი, დაშიფრვა, ქსელის დამალვა) ინსტალირება. ისინი უნდა გრძნობდნენ პასუხისმგებლობას.
უსაფრთხოების მიზნით, ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებაა, როდესაც თანამშრომელი იყენებს კომპანიის მფლობელობაში არსებულ ლეპტოპს. რა თქმა უნდა ეს დაკავშირებულია ინვესტიციასთან, მაგრამ თქვენ არ გექნებათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროგლემები.
პერსონალური შეხვედრების გარეშე დიდი დრო დარჩებათ თქვენ თანამშრომლებს ზარების და კონფერენციებისათვის. დისტანციური კონფერენციის დროს დახარვეზებული ხმა არის ერთერთი გავრცელებული პრობლემა. ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა თქვენს თანამშრომელს ჰქონდეს მაღალი ხარისხის ყურსასმენები.
ინფორმაციული ტექნოლოგიების მზაობა
თუ თქვენ არ გეგმავთ ყველა თანამშრომლისათვის ლეპტოპის შეძენას და ისინი თავიანთ პერსონალურ კომპიუტერებს იყენებენ, მაშინ თქვენ უნდა დააყენოთ VPN და დისტანციური ადმინისტრირების ინსტრუმენტი, როგორიც არის Teamviewer. ყველა თანამშრომელს არ შეუძლია პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება და პარამეტრების დაყენება, ამიტომ დაგჭირდებათ თქვენი IT სპეციალისტების დახმარება.
თავდაპირველად დატვირთვა IT მომსახურებაზე გაიზრდება და მხარდაჭერის სამსახურში (Helpdesk) ბევრი საჩივარი შემოვა დისტანციურ მუშაობასთან, ვიდეო კონფერენციის ორგანიზებასთან და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. ყველაზე იდეალური ვარიანტია, კომპანიაში არსებობდეს რეკომენდაციები სხვადასხვა მომსახურებების, აპლიკაციების და სისტემების შესახებ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკურ სამსახურს რთული დღეები ელის დასაწყისში და IT სპეციალისტები ამისთვის მზად უნდა იყვნენ.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი - მზად არის თუ არა თქვენი ინფრასტრუქტურა დაამუშავოს დისტანციური დაკავშირებების მზარდი მოცულობა? არის თუ არა სერვერების სიმძლავრე საკმარისი? გაუძლებს თუ არა დატვირთვას მიმდინარე ინტერნეტ-არხი? გაქვთ საკმარისი VPN ლიცენზია? თუ თქვენ არ ხართ მზად, ყველა ეს საკითხი საჭიროებს გადამოწმებას და სწრაფ მოგვარებას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია - ტელეფონია. თუ ყველა სახლიდან იმუშავებს, ვინ უპასუხებს კომპანიის საკონტაქტო ნომერს? თუ თქვენ არ მიგიღიათ გადაწყვეტილება, შემომავალი ზარების სერვისის დისტანციურად მომსახურების შესახებ, დროა მიხედოთ ამ საკითხს.
უსაფრთხოება
როდესაც მუშაობა ცდება დაცული პერიმეტრის საზღვრებს, ჩნდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია განვასხვავოთ რა უნდა დავიცვათ ყოველგვარი მიზეზის გარეშე და რისი დაცვა არ არის საჭირო. მაგალითად თუ თანამშრომელი მესიჯობს ჩატში ან ახორციელებს ზარს, სადაც არ არის საუბარი კონფიდენციალური ინფორმაციის შესახებ, აზრი არ აქვს ვაიძულოთ თანამშრომელი გამოიყენოს VPN. ასევე, არ არის ყოველთვის აუცილებელი ყველა აპლიკაცია იყოს VPN-ის გარეთ, ხშირ შემთხვევაში აპლიკაციაში სწორედ აწყობილი ბარანდმაუერი სათანადოდ მოწმდება სკანერებით და პენ-ტესტებით.
მაგრამ, სადაც უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მასობრივი დისტანციური მუშაობა მოითხოვს დისტანციურ წვდომასთან დაკავშირებული სპეციფიკური საფრთხეებისგან დაცვას.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
დისტანციური მუშაობისათვის იდეალურ ყოველდღიურ ინსტრუმენტებს შორის აღსანიშნავია Office 365, რომლის ორ მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს: Office 365 ლიცენზირება ადვილად ვრცელდება პერსონალურ კომპიუტერებზე და მეორე, Office 365-ის შემადგენლობაში არსებული ინსტრუმენტი Teams იდეალურია დისტანციური გუნდური მუშაობისათვის.
სწავლა
თანამშრომლების დისტანციური სწავლება იაფი და ამავე დროს მოსახერხებელი ალტერნატივაა ტრადიციულ კლასებში სწავლებისგან განსხვავებით. რა თქმა უნდა დღევანდელ დღეს შესაძლებელია დისტანციური სწავლების ცენტრის განლაგება საჯარო ან პირად ღრუბელში დიდი რაოდენობის კურსებით სხვადასხვა თემაზე, ტესტირებებით, ტრეინინგის კონტროლით და ანალიტიკით.