რა საინტერესო დროში ვცხოვრობთ... კორონავირუსის აფეთქებამ დააჩქარა კომპანიების ციფრული ტრანსფორმაცია, რამაც მთელ მსოფლიოში გამოიწვია რესურსებზე დისტანციური წვდომის აუცილებლობა ინტერნეტის მეშვეობით. ბიზნესი ვალდებულია, დისტანციური წვდომისას თანამშრომლები უზრუნველყოს კორპორატიული რესურსებით და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ინსტრუმენტებით. ამ კრიზისის დროს საგრძნობლად გახშირდა კიბერშეტევები და დისტანციური მომხმარებელი გახდა ჰაკერებისთვის ადვილი სამიზნე. ამ რთულ პერიოდში კომპანიები კონცენტრირდებიან ქსელის უსაფრთხოების კრიტიკული ნაწილის სამ ძირითად ასპექტზე:
- თავდაცვის საშუალებები, რომლებიც მოქმედებენ უშუალოდ შეტევების დროს;
- ნებისმიერი გაზრდილი მოთხოვნის დამუშავების საშუალება;
- უნიფიცირებული პროდუქტები, რომლებიც ზრდიან მუშაობის სიჩქარეს.
იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს ზემოჩამოთვლილი მოთხოვნები, კომპანია Check Point Software Technologies წარმოგვიდგენს ახალ Quantum Security GatewaysTM, რომელიც უზრუნველყოფს ულტრამაშტაბირებად და ენერგოეფექტურ დაცვას Gen V საფრთხეებისგან. პირველად Check Point-ის ისტორიაში Quantum Security GatewaysTM წარმოდგენილია ნაკრების სახით SandBlast Zero Day Protection პროდუქტთან ერთად. ეს არის საფრთხეების პრევენციის სრული კომპლექტი, ექსტრაჰირებითა და ემულაციით.
Quantum Security GatewaysTM წარმოდგენილია, როგორ ახალი აპარატურული მოწყობილობა, ახალი თაობის პროცესორებით, რომელშიც ინდივიდუალური კონფიგურირება მიიღწევა მოდულარობის მეშვეობით, SSD ტიპის შემნახველით, დამატებითი კვების ბლოკით და Lights Out მენეჯმენტით. მაგალითად, Quantum 26000 წარმოდგენილია, როგორც მაქსიმალურად მაშტაბირებადი მოწყობილობა, 8 გაფართოების სლოტით.
Check Point-ის უსაფრთხოების 60-ზე მეტი ტექნოლოგია უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მსოფლიოში საფრთხეების ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზის, ThreatCloud-ის გამოყენებით იძლევა ოპერატიული ანალიზის საშუალებას. ThreatCloud ბაზების ინფორმირება ხდება მთელ მსოფლიოში არსებული მილიონობით სენსორის, ყველაზე დიდი და ელიტური მკვლევარების გუნდის და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით. კომპანია Check Point აღწევს საფრთხეების პრევენციის 100% შედეგს და 2019 NSS Labs Breach Prevention Systems (BPS) ჯგუფის ტესტის შედეგად მოპოვებული აქვს სტატუსი - Recommended.