კომპანია „Noventiq საქართველო“ 2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე და მის პორტფელში გაერთიანებულია 4000 + ვენდორი. კომპანია ფლობს მსოფლიოში ყველა ლიდერი ვენდორის უმაღლეს სტატუსებს.
ამ ეტაპზე ყურადღება გვინდა შევაჩეროთ ინფორმაციული ტექნოლოგიების ისეთ მიმართულებებზე, რომლებიც დღესაც აქტუალურია და სამომავლოდ მათზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.
"Noventiq საქართველო"-ს ტექნიკური სამსახურის უფროსი, ირაკლი დალაქიშვილი წარმოგიდგენთ მოკლე მიმოხილვას ინფორმაციული ტექნოლოგიების მთავარ ტენდენციებზე.
- რას გვეტყვით 2020 წლის ინფორმაციული ტექნოლოგიების ტენდენციებზე და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს IT სფერო?
ინფორმაციული ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, IT სერვისებით სარგებლობა კი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება.
ინფორმაციული ტექნოლოგიების ტენდენციებიდან გამომდინარე მომდევნო წლებში მოთხოვნა გაიზრდება შემდეგ ტექნოლოგიებსა და სერვისებზე:
- ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურული ნაწილი, რასაც დღეს განვიხილავთ;
- ღრუბლოვანი სერვისები, როგორიც არის: Microsoft Azure, Amazon Web Services (AWS), Google Cloud.
- ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების სისტემები.
ამ ეტაპზე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყურადღებას შევაჩერებ ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მოიცავს სერვერებს, შემნახველ სისტემებს, ქსელურ მოწყობილობებს და მრავალ ფართომაშტაბიან უზრუნველყოფას.
თანამედროვე მონაცემთა საცავებში ხდება მოცულობითი ინფორმაციის დამუშავება და შენახვა, რომელიც მოითხოვს მაღალი წარმადობის სერვერულ აპარატურას და მოცულობითი ინფორმაციის შენახვის ტექნოლოგიებს.
აღნიშნული ტექნოლოგიები ასევე გამოიყენება ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობისას.
- „ხელოვნური ინტელექტი“ დღევანდელ დღეს ფართოდ გავრცელებული ტერმინია. რაზე გაამახვილებდით ყურადღებას ამ მხრივ?
დღევანდელ ცხოვრებაში აქტუალურია ხელოვნური ინტელექტის ისეთ კომპონენტებზე მუშაობა, როგორიც არის Machine Learning, Deep Leaning, Unstructured Data Analysis, რომლებიც მოითხოვენ მოცულობით მონაცემებთან სწრაფ წვდომას.
ზემოთ აღნიშნულის გადაჭრა შესაძლებელია მსოფლიო ბაზარზე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში არსებული ლიდერი მწარმოებლის Dell EMC-ის მაღალი წარმადობის გამოთვლებისა (HPC) და ხელოვნური ინტელექტისთვის (AI) მზა გადაწყვეტილებების გამოყენებით.
ინფორმაციის შენახვა ხდება Dell EMC Isilon სისტემაში, რომელიც არის მაშტაბური შემნახველი სისტემა და შეუძლია ერთიან სისტემაში შეინახოს პეტაბაიტობით ინფორმაცია. აღნიშნული სტორიჯები გამოიყენება Enterprise IT ინფრასტრუქტურისთვის.
Dell EMC Isilon სისტემა მისი მახასიათებლებით, როგორიც არის მაღალი გამტარუნარიანობა (high throughput), დაბალი დაყოვნება (Low Latancy) და პარალელური მონაცემების დამუშავება (parallel I/O), Dell PowerEdge მაღალი გამოთვლების სისტემებთან ერთად შესაძლებელს ხდის იმ წარმადობისა და მონაცემების სწრაფ დამუშავებას, რაც საჭიროა ხელოვნური ინტელექტის პროგრამების შექმნის და მუშაობისათვის.
- ვისთვის არის მნიშვნელოვანი აღნიშნული სისტემების გამოყენება?
აღნიშნული სისტემების გამოყენება შეუძლიათ მათ, ვისაც სურს მოცულობითი ინფორმაციის შენახვა, სწრაფი დამუშავება, Machine Learning, Deep Leaning, unstructured data analysis -სთან მუშაობა, მოცულობითი ვიდე-აუდიო ჩანაწერების შენახვა და მათთან სწრაფი წვდომა.
ორიოდე სიტყვას ვიტყვი DELL Technologies-თან „Noventiq საქართველო“-ს პარტნიორობის შესახებ. წელს DELL Technologies-ის მოგვენიჭა Titanium პარტნიორის სტატუსი. უნდა აღინიშნოს, რომ „Noventiq საქართველო“ ერთადერთი პარტნიორია საქართველოში, რომელსაც ასეთი მაღალი სტატუსი გააჩნია, „Noventiq საქართველო“-ს გუნდმა არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა ქართულ ორგანიზაციებში. Titanium სტატუსი ადასტურებს კომპანიის სპეციალისტების მაღალ კვალიფიკაციას DELL EMC-ის ისეთ მოწყობილობებსა და გადაწყვეტილებებში, როგორიც არის სერვერები, ქსელური მოწყობილობები, მონაცემთა შენახვა, დაცვა და სხვა. აგრეთვე Titanium სტატუსი მოწმობს „Noventiq საქართველო“-ს თანამშრომლების მაღალ კომპეტენციაზე სხვადასხვა მაშტაბის და სირთულის DELL EMC პროექტების განხორციელებაში.