სწორად გამოყენების შემთხვევაში, ციფრულმა ტრანსფორმაციამ შეიძლება განაახლოს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ნებისმიერი ბიზნეს პროცესი. არც არის გასაკვირი, რომ პროფესიონალური ციფრული ტრანსფორმაციის მომწოდებლები ცდილობენ დაეხმარონ თავიანთ კლიენტებს სრულყოფილად გაეცნონ პროცესს. ამასთანავე პარადოქსი გახლავთ ის, რომ მომხმარებლები ზოგჯერ არასაკმარის ყურადღებას აქცევენ თანამედროვე ბიზნეს ტექნოლოგიების გამოყენებით საკუთარი ბიზნესის ოპტიმიზაციის პროცესს. Workday-ის მიერ ჩატარებული გლობალური გამოკითხვის შედეგები ცხადჰყოფს, რომ მსოფლიოს მასშტაბით კომპანიების 48% არაეფექტურად აფასებს საკუთარ KPI-ს.
ჩვენ ვისაუბრებთ ბიზნესის სამ კრიტიკულ კომპონენტზე, რომელთა ციფრულ ტრანსფორმაციაზე გადასვლის გარეშე მოსალოდნელია კორპორატიული საქმიანობის განადგურება.
დაგეგმვა და პროგნოზირება
ბევრ კომპანიაში დაგეგმვა ხორციელდება წელიწადში ერთხელ ან მხოლოდ ხელმძღვანელთა მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნული მიდგომა იწვევს დიდ პრობლემას - პროგნოზები უნდა იცვლებოდეს ბიზნესის კვალდაკვალ. მეტიც, სხვადასხვა სფეროში დაგეგმვის პროცესები ერთმანეთთან არ არის ინტეგრირებული.
რისი გაკეთება შეგვიძლია? დავაკავშიროთ დაგეგმვის პროცესები გამჭოლ ოპერაციულ პროცესებთან. მაგალითად - პერსონალის რიცხობრივი მაჩვენებლები თავდაპირველად უნდა დაიგეგმოს ფაქტობრივი სამუშაო ადგილების, პროფილებისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. ამავდროულად გასათვალისწინებელია მართვის სისტემების ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის პროცესებზე და პროექტებზე ზეგავლენის ანალიზი. აქტიური დაგეგმვა დაფუძნებულია ინფორმაციის «ცოცხალი» რესურსების და წყაროების რაოდენობაზე; იგი ასახავს ბიზნესის საოპერაციო მდგომარეობას და აკავშირებს ერთმანეთთან მეტ მონაწილეს.
ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში თქვენ გაქვთ ორი სტრატეგიული ვარიანტი - ან დანერგოთ ახალი ინოვაციები, ან დაუპირისპირდეთ ახალ კონკურენტებს. ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ პირველი ვარიანტი.
ტალანტების მენეჯმენტი და განვითარება
Fortune გამოკითხვის მიხედვით, ადამიანების სამსახურიდან წასვლის მთავარი მიზეზია მოწყენილობა და ოფისში ყოფნის მოსაბეზრებელი საათები. მაშინ როდესაც მოსაბეზრებელი საათები შესაძლებელია ანაზღაურდეს მოქნილი გრაფიკით ან სახლში მუშაობით, მოწყენილობა და გადამწვარ მდგომარეობაში ყოფნა უფრო რთულია. ამავე დროს ტალანტების მენეჯმენტს შეუძლია თქვენი კომპანიის გადარჩენა მსგავსი პრობლემებისგან.
ბევრ მენეჯერს გააჩნია საჭირო გამოცდილება და ნიჭი, მაგრამ არ შეუძლიათ მოიყვანონ აღნიშნული უნარები კომპანიისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შესაძლებლობებთან შესაბამისობაში.
შინაგანი ტალანტის განსავითარებლად, თქვენ უნდა მიიღოთ თანამშრომელთა ციფრული ჩართულობის სტრატეგია, რომელიც მხარს უჭერს უწყვეტ სწავლებასა და კარიერული შესაძლებლობების მრავალფეროვნებას.
იცოდით, რომ თანამშრომლები, რომლებსაც მუშაობის დროს სწავლის შესაძლებლობა აქვთ, 47%-ით ნაკლებ სტრესში არიან, 39%-ით უფრო მეტად პროდუქტიულად და წარმატებულად თვლიან თავს, ხოლო 23%-ით უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ დამატებით?
სწორედ ამიტომ კომპანიებმა უნდა ჩადონ ინვესტიცია ინდივიდუალური უწყვეტი სწავლების პროგრამებში, რაც ხელს შეუწყობს ადამიანთა პროფესიონალურ ზრდას.
იმისათვის, რომ თანამშრომლებს დაეხმაროთ კარიერულ განვითარებაში, უზრუნველყავით ციფრული სისტემა, რომელიც თქვენს კოლეგებს შეატყობინებს კარიერული წინსვლის შესახებ, შესთავაზეთ მენტორული მხარდაჭერა და შექმენით კარიერული წინსვლის შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში.
ციფრული შეფასებისა და სწავლების გადაწყვეტილებები, სხვადასხვა ტესტები და ონლაინ გამოკითხვები გაამარტივებს თქვენი კოლეგების ფარული ტალანტების შესახებ მონაცემთა შეგროვებისა და შენახვის პროცესს.
მოგების მონიტორინგი
ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია მომგებიანობის ტერმინის სწორ განმარტებაზე სამუშაოს, მომხმარებლებისა და რეგიონების სხვადასხვა სფეროში. მომგებიანობის ანალიზის მნიშვნელოვან კომპონენტს მომსახურე კომპანიებისათვის წარმოადგენს მომგებიანობა პროექტის დონეზე. თუმცა ყველას არ გააჩნია საკმარისი მონაცემები აღნიშნულ სფეროში. ისტორიულად, პროექტის მომგებიანობის ანალიზი გამოყოფილ იქნა ფინანსური დაგეგმვისა და ანგარიშების პროცესებისგან, რამაც უფრო გაართულა მომგებიანი პროექტებისა და მომხმარებელების შეფასება.
ჩვენ მომსახურების გამწევ კომპანიებს რეკომენდაციას ვაძლევთ, დანერგონ მომგებიანობის კონტროლის სტანდარტული პრაქტიკა პროექტის დონეზე და შეიყვანონ ის KPI-ში; დანერგონ PSA სისტემა (Professional Services Automation) და თვალყური ადევნონ ხარჯებსა და შემოსავლებს რეალურ რეჟიმში ტრანზაქციების დამუშავების შესაბამისად. მსგავსი სისტემები აძლევს ორგანიზაციებს ფინანსური მონაცემების ანალიზის საშუალებას პროექტის დონეზე შემდგომი დაგეგმვისათვის და მონაცემების რეალურ რეჟიმში ხილვადობის გაზრდისათვის.
კომპანიაში არსებული მნიშვნელოვანი პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია ხდის პროცესებს კიდევ უფრო მოქნილს. ის ამცირებს ხელით სამუშაოს რაოდენობას და გიტოვებთ უფრო მეტ დროს, რათა აქცენტი გადაიტანოთ მნიშვნელოვან ამოცანებზე.