NSS Breach Prevention System (BPS) ტესტირების შედეგად ირკვევა, რომ უსაფრთხოების სფეროში წამყვანი კომპანიები ანვითარებენ პრევენციის დონეს. თუმცა ე.წ. Sandbox ტექნოლოგიების გამოყენებისას ხშირია ბიზნეს პროცესების შეყოვნება. სიმულირებულ გარემოში ტესტირება და ექსპლოიტების აღმოჩენა საჭიროებს დროს, ხშირად რამდენიმე წუთსაც კი. მაშინ როდესაც ზოგიერთ ბიზნესს შეუძლია მშვიდად შეხვდეს ელ. ფოსტის შეფერხებით მუშაობას, სხვები ამაზე უარს ამბობენ.
მომხმარებლები ელოდებიან, რომ მათი ფაილები დამუშავდება გამჭვირვალე გარემოში, სხვა შემთხვევაში ამ პროცესებისთვის წითელი შუქი ინთება. ინფორმაციული უსაფრთხოება შესაძლოა აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში, როდესაც პრევენციის მოწინავე საშუალებები დაუბრუნდებიან აღმოჩენის და რეაგირების რეჟიმებს.
CDR ტექნოლოგია ადრესატამდე მისვლამდე ასუფთავებს და პროაქტიურად შლის ყველა აქტიურ და ექპლუატირებად შემცველობას მიუხედავად იმისა, რომ არ არის მავნე კოდის მატარებელი. CDR პროცესის ბენეფიტები:
- თავისუფალი ფაილი ყველა დანიღბული ექსპლოიტისგან;
- ფაილი იდენტურია და სრულიად ემთხვევა ორიგინალს;
- მიღება ხდება მომენტალურად, რამდენიმე წამში.
ხშირად შესაძლოა მიუღებელი იყოს, რომ მომხმარებელი ვერ იღებს ორიგინალ ფაილს სრული აქტივით. მაგალითად, მომხმარებელს სურს Macro-ებით დატვირთული ექსელის ფაილთან მუშაობა და ვერაფერში იყენებს ფაილს მათ გარეშე. CDR ზრდის უსაფრთხოებას, მაგრამ გადახდილი ფასი არც ისე მცირეა...
იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას უსაფრთხოების მაღალი დონე, მაღალი დონის პროდუქტიულობისა და კომფორტულობის პარალელურად, ორგანიზაციებმა უნდა გამოიყენონ უსაფრთხოების შლუზები, რომლებსაც პრევენციისადმი აქვთ ჰიბრიდული მიდგომა - მოწინავე სენდბოქსინგი და ფაილის სანიტარიზაცია. სწორედ ამ მიდგომას იყენებს კომპანია Check Point Software Technologies ქსელური და საბოლოო მომხმარებლისადმი მიმართული საფრთხეების პრევენციისთვის.
შედეგად მომხმარებელი იღებს მავნე კოდისგან თავისუფალ ფაილს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სურს ორიგინალი ფაილის მიღება, მას მერე, რაც მოხდება მისი სერტიფიცირება და ის განთავისუფლდება მავნე კოდისგან, მომხმარებელს ეძლევა ორიგინალის გადმოწერის საშუალება.
Zero-Day ტიპის შეტევებისგან ამ ეფექტური თავდაცვის საშუალებით, ორგანიზაცია იღებს ბენეფიტებს, რადგან კომპანია Check Point Software Technologies-ის სანიტარიზაციის მექანიზმები და სენდბოქსინგი გარანტირებულად ახდენენ შეტევების პრევენციას.