კორონავირუსისგან თავისუფალი მობილური ტელეფონი
ბოლო თვის მანძილზე უამრავი სტატია დაიწერა, სადაც მოგვიწოდებენ, რომ კორონავირუსისგან თავის დასაცავად აუცილებელია გავწმინდოთ ჩვენი მობილური ტელეფონები. მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება მსჯელობა თემაზე, საჭიროა თუ არა ტელეფონის ეკრანის ზედაპირის გაწმენდა მიკრობების თავიდან აცილების მიზნით, უდავოა ერთი რამ - აუცილებელია თქვენი მობილური მოწყობილობის მიერ დაგროვილი შიდა ინფექციებისგან თავდაცვა. კვალიფიციური კიბერ კრიმინალები წარმატებით იყენებენ ადამიანების კორონავირუსისადმი შიშს, მავნე კოდის შემცველი პროგრამული უზრუნველყოფების გავრცელების მიზნით, მათ შორის - MRATs, საბანკო ტროიანები და Premium Dialers. Premium Dialers აპლიკაციიდან ირწმუნებიან, რომ მომხმარებელს სთავაზობენ ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებით და ეხმარებიან მათ.
Check Point Software Technologies-ის მკვლევარებმა აღმოაჩინეს 16 სხვადასხვა ტიპის ზიანის მომტანი პროგრამული უზრუნველყოფა. ყოველი მათგანი შენიღბული იყო კორონავირუსის შესახებ შემცველი ინფორმაციის მატარებელი პროგრამული უზრუნველყოფის ქვეშ. თუმცა ისინი შეიცავდნენ ზიანის მომტან კოდს, რომელიც განკუთვნილი იყო კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებისთვის, ან პრემიუმ კლასის მომსახურებით, შემოსავლების არალეგალურად მოპოვებისთვის.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ არცერთი ზემოაღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომი არ ყოფილა ოფიციალურ წყაროებზე. მათი გადმოწერა შესაძლებელი იყო დომენებიდან, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული იყო კორონავირუსთან, რომლებიც მკვლევარების აზრით სპეციალურად იქნა შექმნილი მომხმარებელთა შეცდომაში შესაყვანად. ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეიქმნა 30 000-ზე მეტი ვებ-გვერდი, რომელიც პირდაპირ კავშირშია კორონავირუსთან. მათ შორის 0.4% მავნე კოდის შემცველია, 9% საეჭვო შემცველობის მქონე. სულ 2020 წლის იანვრიდან დღემდე რეგისტრირებულია კორონავირუსის თემასთან დაკავშირებული 51 000 ახალი დომენი.
როგორ დავიცვათ თავი?
პირველ რიგში მნიშვნელოვანია აპლიკაციების გადმოწერა ოფიციალური რესურსებიდან, როგორიც არის Google Play და Apple’s AppStore.
თუ ეჭვი გეპარებათ, რომ ზემოხსენებული აპლიკაციებიდან რომელიმე გაქვთ დაინსტალირებული თქვენ ტელეფონზე, მაშინ გაიარეთ შემდეგი ნაბიჯები:
- წაშალეთ აპლიკაცია ტელეფონიდან;
- ბოლო ვერსიამდე განაახლეთ ოპერაციული სისტემა და აპლიკაციები;
- დააინსტალირეთ ZoneAlarm Mobile Security აპლიკაცია და შეამოწმეთ ყველა აპლიკაცია.
კომპანიები ვალდებულნი არიან დაიცვან მათი თანამშრომლების კორპორატიული მოწყობილობები მობილური კიბერშეტევებისგან ისეთი აპლიკაციებით, როგორიც არის Check Point SandBlast Mobile. უფრო სიღრმისეული ტექნიკური ანალიზისთვის იხ. ბმული.