სიფრთხილე არასდროს არ არის ზედმეტი
ხელოვნურ ინტელექტს არ აინტერესებს, აკეთებს სიკეთეს თუ ბოროტებას. მას არ გააჩნია პირადი ინტერესი - ხელოვნური ინტელექტის ყოველი ქმედების უკან დგას ადამიანი, რომელსაც აქვს მატერიალური კეთილდღეობის, შურისძიების, გართობის, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების ან რაიმეს სიმყარის გადამოწმების სურვილი. კიბერდამნაშავეები და პროფესიონალი თაღლითები ყოველთვის განათლებული, თამამი და ნიჭიერი ადამიანები არიან. მათთვის ხელოვნური ინტელექტი არის იდეალური დამხმარე ინსტრუმენტი, რომელიც ზრუნავს სხვადასხვა ტიპის ვირუსების შექმნის რუტინულ პროცესებზე.
ვირუსული კონვეერი
დადასტურებულია ადამიანის დახმარების გარეშე მავნე პროგრამების შექმნის პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა. ასეთმა სისტემებმა ისწავლეს მავნე პროგრამების დამალვა კიბერუსაფრთხოების სისტემებისგან ხელოვნური ინტელექტის თვითსწავლების გარემოს შესწავლის საფუძველზე. პროგრამამ შეასწორა ვირუსის თავდაპირველი კოდი უხილავი ვირუსის შესაქმნელად - შედეგად, ანტივირუსს არ შეუძლია მავნე პროგრამის მოძებნა.
მავნე პროგრამები უკვე იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს სერვერის ნორმალური ქცევის იმიტირებისათვის, დარღვევის დამალვის მიზნით. შედეგად, ვირუსების ამოცნობა გართულდა. გარდა ამისა, ზოგიერთმა ახალმა სისტემამ შეისწავლა საკუთარი გარემოს კლასიფიკაცია - მაგალითად ესმით, რომ როდესაც ისინი ვირტუალურ Sandbox-ში მუშაობენ და მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ როგორ მოიქცნენ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.
ისინი არიან შენიღბვის ოსტატები, რომლებიც იმალებიან იმ მომენტამდე, სანამ არ იგრძნობენ, რომ მომხმარებლები არ მიუახლოვდნენ მათ. შეგვიძლია ჩვენი პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტირება ნებისმიერ ადგილას? ადაპტირებულ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შეტევების სერიების ორგანიზება ახალი თავდასხმების ვექტორების მეშვეობით ისე სწრაფად, რომ კიბერუსაფრთხოების ექსპერტთა არც ერთ ჯგუფს არ შეუძლია მათი გამოვლენა. ჩნდება კითხვა - რატომ არ არის ყველაფერი უკვე გატეხილი? იმიტომ რომ უსაფრთხოების მრავალდონიანი სისტემები ასრულებენ თავის ფუნქციებს, ხოლო ჰაკერებს შერჩათ სინდისის ნიშნები.
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა
მოპარული საბანკო და საპასპორტო მონაცემები, აქაუნთის გატეხვა - ახლოსაც არ მოვა ყალბ ვიდეო ჩანაწერთან, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მტკიცებულებად, მაგრამ ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე ისწავლა ასეთი ტიპის მოვლენების გენერირება და ვიდეოში ასახული პირების სახეების გაყალბება, ავტომანქანების ნომრების, ადამიანის ტანსაცმლის და სიმაღლის შეცვლა. ამ ეპიკური გაყალბებების ფასი შეიძლება იყოს დაკავშირებული არა მხოლოდ უზარმაზარ თანხებთან, არამედ სიცოცხლესთან ან თავისუფლებასთან. გარდა ამისა, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ფიშინგის საოცრად მზაკვრული სქემების ანალიზის გაკეთება წერილების ჯაჭვთან დაკავშირების საშუალებით. ყველაფერი იქნება მიმსგავსებული - თქვენი წერილის, სმაილების და შრიფტების სტილი, რომლებსაც თქვენ იყენებთ... თქვენი შეტყობინებების გაგზავნის დროც კი იქნება გათვლილი. როგორ დავამტკიცოთ, რომ თქვენ არასდროს დაგიწერიათ ასეთი ტიპის წერილი? თქვენ შეგიძლიათ ეს მასალა აჩვენოთ თქვენს პარტნიორებს ან კონკურენტებს, რომლებიც მოტყუებულნი იყვნენ ხელოვნური ინტელექტის მიერ.
სხვათაშორის, ყალბ ვიდეოში შესაძლებელია არა მხოლოდ თქვენი სახის, არამედ თქვენი ხმის გაყალბებაც. ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ არის ის, რომ თქვენ უნდა იპოვოთ რეალური ვიდეო კონკრეტული ადამიანის მონაწილეობით - რაც მეტი, მით უკეთესი. საზოგადო მოღვაწეების შემთხვევაში ეს ძალიან მარტივია. შედეგად კრიმინალებს შეუძლიათ შანტაჟის იდეალური პაკეტის მიღება. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ აღნიშნული სიყალბის შედეგები კორპორატიული მაშტაბით ან ქვეყნის ჭრილში?
რას დავუჯეროთ?
დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი შეიძლება იყოს შეშინებული ყალბი ამბებით. ასეთი ამბები ვრცელდება ინტერნეტის მეშვეობით და მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯერ დიდი ზარალი არ მოუტანიათ, დეზინფორმაციის გავრცელება სახეზეა. ამაში მონაწილეობს ხელოვნური ინტელექტიც - ზოგიერთ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი ოფიციალურად მოქმედებს ახალი ამბების და ანალიტიკური სტატიების ავტორების და რედაქტორების როლში. არსებობს ხელოვნური ინტელექტის მიერ გამოყენებადი შაბლონები და სცენარები საფონდო ბირჟაზე სიტუაციის ამსახველი ინფორმაციის, პოლიტიკის, სპორტული შედეგების და ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციის მოსამზადებლად. მას ასევე შეუძლია ანალოგიური ალგორითმების გამოყენება შოუ სამყაროს ვარსკლავების, კოსმეტიკის, ფსიქოლოგიის სფეროებშიც, რის შედეგად მივიღებთ ერთგვარ გასართობ სისულელეს. ხელოვნურ ინტელექტს აგრეთვე შეუძლია გამოიყენოს ასეთი ხრიკები რეალური ცილისწამების შესაქმნელად - ფასიანი ქაღალდების, ვალუტის გაცვლითი კურსების, საჯარო პირების რეიტინგის და სტატისტიკური მონაცემების განზრახ არევა.
ინტელექტუალური ალგორითმები ოფიციალურად მუშაობენ შემდეგი წყაროებისათვის: Bloomberg News, Associated Press, The Guardian და The Washington Post. დაიწყონ თუ არა ჟურნალისტებმა ნერვიულობა თავიანთი საქმიანობის პერსპექტივაზე? ეს ნაკლებად სავარაუდოა - ავტომატიზაციის ტექნოლოგიები კრეატიულ საქმიანობაში, როგორიც არის ჟურნალისტიკა, არც ისე ძლიერია, მათ არ შეუძლიათ არც ჭეშმარიტების დადგენა და არც პირდაპირი ჩართვის მოწყობა.
როგორ დავიცვათ თავი კრიმინალების მიერ კონტროლირებადი ხელოვნური ინტელექტის ინტელექტუალური თამაშებისგან? დაიცავით სიფრთხილის მაქსიმალური ზომები ინტერნეტში მუშაობისას, მიჰყევით თქვენი კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის რეკომენდაციებს, დროულად განაახლეთ ანტივირუსები და პაროლები, მოუსმინეთ საზოგადო მოღვაწეების ლაივ გამოსვლებს ჩანაწერების ნაცვლად. იყავით თანმიმდევრულნი და გააზრებულნი. ნებისმიერ ასაკში, მიუხედავად დასაქმების სფეროსი, ადამიანს ესაჭიროება ელემენტარული გარკვევა კიბერუსაფრთხოების სპეციფიკაში.