SolarWinds საშუალებას გაძლევთ, გააერთიანოთ IT ინფრასტრუქტურის მონიტორინგის ყველა კომპონენტი (ქოლგისებრი მეთოდით) ერთიანი პლატფორმის ფარგლებში (Network Management, Systems Management, Database, IT-security, DevOps, IT-support) - ყველაფერი ერთ პლატფორმაში.
გადაწყვეტილება ეფექტურია ნებისმიერი IT ინფრასტრუქტურისათვის (ლოკალური, ლოკალური რამდენიმე ტექნიკური პლატფორმით, ღრუბლოვანი, ჰიბრიდული).
გადაწყვეტილება გათვლილია სხვადასხვა ვენდორის აპარატურის, სისტემებისა და სერვისების მონიტორინგზე.
გადაწყვეტილება საშუალებას გაძლევთ, განახორციელოთ დისტანციური პლატფორმების მონიტორინგი მონაცემთა გადაცემის არხებზე მინიმალური დატვირთვის ხარჯზე, წარმადობის დაკარგვის გარეშე.
მოითხოვეთ დემო SolarWinds ტესტირებისათვის:
მოგვწერეთ
SolarWinds გადაწყვეტილების მთავარი უპირატესობაა:
IT ინფრასტრუქტურის ყველა კომპონენტის მონიტორინგის, ანალიზის, მართვისა და პრობლემების მოგვარების ერთიანი კონსოლი;
- კონსოლსა და მონიტორინგის კომპონენტებთან წვდომის ცვლადი მოდელი;
- მულტივენდორული მხარდაჭერა (ქსელისათვის, სერვერული მოწყობილობებისათვის, მონაცემთა შენახვის სისტემებისათვის, ვირტუალიზაციის პლატფორმებისათვის);
- Ticketing სისტემების ინტეგრაცია;
- მოდულის პლატფორმა (ქსელი, სერვერის სისტემები, აპარატურა, მონაცემთა ბაზები, ინფორმაციული უსაფრთხოება, მონაცემთა შენახვისა და დამუშავების სისტემები).