გიწვევთ კომპანია Noventiq Georgia & ვენდორ Veeam-ის ერთობლივ ტექნიკურ ვორქშოპზე, რომელიც გაიმართება ონლაინ ფორმატში და გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში, 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, 10:00-17:00 პერიოდში (შუალედში ერთსაათიანი შესვენებით).
ვორქშოპში მონაწილეობა უფასოა. 3 დღიანი ვორქშოპის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი (სამივე დღეს დასწრება აუცილებელია).
აღნიშნული ვორქშოპი მოიცავს, როგორც თეორიულ ასპექტების შესწავლას, ასევე პრაქტიკულ დავალებებს Veeam Availability Suite-ში შემავალი პროდუქტების შესახებ.
ვორქშოპი განკუთვნილია სისტემური ადმინისტრატორებისათვის, ინჟინრებისათვის, ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომლებისათვის, IT კონსულტანტებისათვის და სხვა სპეციალისტებისათვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სარეზერვო კოპირების სისტემის მართვასთან და IT ინფრასტრუქტურაში არსებული ხარვეზების გასწორებასთან.
ვორქშოპში მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება VMware vSphere ან Microsoft Hyper-V-ის ბაზაზე აგებული ვირტუალიზაციის სისტემების ადმინისტრირებისა და კონფიგურაციის შესახებ. სასურველია მსმენელს ჰქონდეს Windows Server-ზე დაფუძნებული სისტემების კონფიგურაციისა და ადმინისტრირების გამოცდილება.
ვორქშოპში მონაწილეობის მისაღებად, მონაწილეს უნდა ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერი, ინტერნეტი და აგრეთვე Microsoft RDP ვერსია, მინიმუმ 10.0.
ვორქშოპის სპიკერი:
Yevgeniy Zossimov, წამყვანი სისტემური ინჟინერი, Veeam
ვორქშოპი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია.
რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ვორქშოპის ბმულს ელ.ფოსტის საშუალებით, კალენდარში.