მოგესალმებით,
მოხარული ვართ მოგიწვიოთ Noventiq Georgia & ESET-ის ერთობლივ გასვლით ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება 11-12 ოქტომბერს, კახეთში მდებარე სასტუმრო კომპლექსში - ARGE.
დღეს, ციფრულ სამყაროში კიბერუსაფრთხოების როლი უმნიშვნელოვანესი საკითხია ბიზნესისთვის. როდესაც ორგანიზაციები უწყვეტად იყენებენ ტექნოლოგიებს, კიბერშეტევის რისკები მკვეთრად იზრდება. კიბერუსაფრთხოება მხოლოდ IT განყოფილების საკითხი არ არის; ეს ბიზნეს სტრატეგიის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია, რომელიც იცავს კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაცემებს, უზრუნველყოფს მომხმარებლის ნდობას და უზრუნველყოფს რეგულაციებთან შესაბამისობას. რთული კიბერშეტევების ზრდასთან ერთად, ორგანიზაციები ვალდებულნი არიან მიიღონ პრევენციული ზომები თავიანთი აქტივებისა და ინფრასტრუქტურის დაცვისათვის.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის!