მოხარული ვართ, მოგიწვიოთ „სოფთლაინ საქართველო“-სა და ჩვენი პარტნიორი კომპანიის - „Check Point Software Technologies“- ერთობლივ ტრადიციულ ღონისძიებაზე - „რთველი 2022, სოფთლაინ საქართველო და მეგობრები“.
ღონისძიება გაიმართება აგრო-ტურისტულ კომპლექსში „ბადიაური“, სადაც თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, მიიღოთ მონაწილეობა რთველსა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებში.ღონისძიება დასრულდება ტრადიციული ქართული სუფრით.
გთხოვთ, ღონისძიებაზე დასწრების შესახებ თქვენი გადაწყვეტილება დაგვიდასტუროთ რეგისტრაციით - არაუგვიანეს 16 სექტემბრისა.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის!
ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი სტუმრობა!