Microsoft Teams იძლევა პროექტებზე და ერთობლივ ამოცანებზე მუშაობისათვის საჭირო, ერთიანი სამუშაო სივრცის შექმნის საშუალებას. Teams უზრუნველყოფს ყველა ტიპის კომუნიკაციას, დოკუმენტების უსაფრთხო შენახვას, გაცვლას და ერთობლივ რედაქტირებას, აგრეთვე მხარს უჭერს გარე სერვისებთან ინტეგრაციას.
გიწვევთ ვებინარზე: «Microsoft Teams – გამოყენების პრაქტიკული სცენარები».
აღნიშნული ვებინარის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრებთ Microsoft 365 და Teams პროდუქტების და სერვისების შესახებ, გაჩვენებთ Teams-ის გამოყენების პრაქტიკულ სცენარებს სხვადასხვა ბიზნეს-ამოცანებისათვის, გაიგებთ თუ როგორ ჩაატაროთ აუდიო-ვიდეო კონფერენცია Teams Meeting-ის საშუალებით. აგრეთვე შევეხებით Teams და Microsoft 365 ლიცენზირების და სატარიფო გეგმების საკითხებს.
თარიღი: 23 მაისი 2022
დრო: 15:00 – 16:00
ვებინარის პროგრამა:
- Microsoft 365 – პროდუქტების და ტექნოლოგიების მიმოხილვა
- Teams – 2022 წლის ახალი შესაძლებლობები
- Teams გუნდებში პროექტების მართვა
- Teams – ეფექტური ონლაინ შეხვედრები
- გუნდური მუშაობა და დოკუმენტების მართვა
- ავტომატიზაციის შესაძლებლობები და აპლიკაციების ბიბლიოთეკა
- Microsoft 365 და Teams-ის ლიცენზირების ყველაზე მომგებიანი არხები
- კითხვა-პასუხის სესია
ვებინარის სპიკერი:
დიმიტრი მშველიძე
ბიზნესის განვითარების მენეჯერი Microsoft მიმართულებით
Softline Georgia
ვებინარზე დასწრება უფასოა. წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია.
რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ვებინარზე ბმულს ელ.ფოსტის საშუალებით.