მოგესალმებით,
მოხარული ვართ მოგიწვიოთ Noventiq Georgia-სა და ჩვენი უკრაინული პარტნიორი კომპანიის Oberig-IT ერთობლივ ღონისძიებაზე «IT Monitoring Systems with Cyber Security Detection and Response», რომელიც გაიმართება 7 აპრილს, პირველი რესპუბლიკის მოედანი №6-ში მდებარე საღონისძიებო სივრცე «რესპუბლიკა»-ში.
თარიღი: 7 აპრილი 2023წ
დასაწყისი: 17:00
ღონისძიების ფარგლებში ჩვენი უკრაინელი სპიკერები წარმოგიდგენთ ორ ძალიან საინტერესო და უაღრესად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას:
- SolarWinds გახლავთ მსოფლიოს ციფრული ლიდერების მიერ აღიარებული, ძლიერი IT მონიტორინგის უნივერსალური პლატფორმა. აღნიშნული გადაწყვეტილება იძლევა სხვადასხვა ტიპის მონაცემებზე მარტივი წვდომის საშუალებას რთული ბიზნეს პრობლემების გადასაჭრელად.
- Fidelis Cybersecurity უსაფრთხოების სისტემები უზრუნველყოფს მომხმარებლის ხილვადობას, ანალიზს, ქსელისა და endpoint-ის კონტროლს, თანამედროვე საფრთხეების მართვას და უკანონო შეჭრის თავიდან აცილებას. დაპატენტებულ Fidelis Elevate® პლატფორმაზე დაყრდნობით, შემოთავაზებული გადაწყვეტილება დაინახავს, შეისწავლის და შეაჩერებს მოწინავე საფრთხეების გავრცელებას რეალურ დროში, სესიის დონეზე მუშაობის დროს.
ღონისძიებაზე დასწრებისათვის გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.
რეგისტრაციის დასტურს მიიღებთ ელ.ფოსტის საშუალებით.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის!