მსოფლიოში იკვეთება აშკარა ტენდენცია: ბიზნესში არსებული ცვლილებები იზრდება ელვისებური სისწრაფით, აგრეთვე იზრდება კონკურენციაც. იმარჯვებს ის, ვინც კონკურენტებთან შედარებით სწრაფად ეგუება ცვლილებებს.
დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან მოშორებით საჭირო რესურსების მიღება საჭირო დროს და საჭირო ვადებში შესაძლებელია უსაფრთხოების სათანადო დონის უზრუნველყოფით და ზოგადად ინფრასტრუქტურის გაციფრულებით (ამიტომაც ორგანიზაციები უფრო ხშირად მიმართავენ ქლაუდ ტექნოლოგიებს).
რამდენი ორგანიზაციაც არსებობს, იმდენივე ცნება - რა არის «თანამშრომლის ციფრული სამუშაო სივრცე». ჩვენ კომპანიაში გამოვყავით ციფრული სამუშაო სივრცის თავისი განმარტება და უპირატესობაც: ციფრული სამუშაო სივრცე - ეს არის ვირტუალური სივრცე, რომელიც იძლევა სამუშაო ამოცანების სწრაფად შესრულების საშუალებას იმ ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელთან წვდომა ხორციელდება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დროის ნებისმიერ მომენტში, უსაფრთხოების შესაბამისი დონით, ორგანიზაციის მხრიდან კონტროლის და პროცესების მართვის დაკარგვის გარეშე.
პერსონალის მუშაობის ორგანიზებისადმი ციფრულ მიდგომას გააჩნია რიგი უპირატესობები:
- მობილურობა.
- გუნდური მუშაობა.
- კორპორატიული აპლიკაციების ხელმისაწვდომობა.
- ერთიანი საკომუნიკაციო გარემო და ჩართულობა.
- სწრაფი ძებნა და მონაცემთა გაცვლა.
ციფრული სამუშაო სივრცის ტექნოლოგიები:
Deloitte-ის ერთ-ერთ სტატიაში წააწყდებით ციფრული სამუშაო სივრცის შემდეგ განმარტებას:
«ციფრული სამუშაო მოიცავს ყველა იმ ტექნოლოგიას, რომელსაც ადამიანები იყენებენ თანამედროვე სამუშაო ადგილზე მუშაობის შესასრულებლად... ამ ტექნოლოგიების გამოიყენება შესაძლებელია HR და ბიზნეს აპლიკაციებით დაწყებული, ელ.ფოსტითა და მყისიერი შეტყობინებებით დამთავრებული, აგრეთვე მოიცავს კორპორატიულ სოციალურ კომუნიკაციებს და ვირტუალურ შეხვედრებს».
აღნიშნულ ღონისძიებაზე ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ დავაკავშიროთ ტექნოლოგიები და თანამშრომლები ორგანიზაციის ერთიან ეკოლოგიურ სივრცეში ბიზნეს ამოცანების უფრო სწრაფად, ეფექტურად და ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე მისაღწევად.
3 ნაბიჯი ციფრული სამუშაო ადგილის ორგანიზებისათვის:
1. ვაწყობთ სამუშაო სივრცეს: Microsoft 365, რომელიც ყოველთვის ხელთ არის.
2. ვაკავშირებთ ლოკალურ ინფრასტრუქტურასთან: ბაზისური ინტეგრაცია და საწყისი კონფიგურაცია.
3. ვუზრუნველყოფთ კომუნიკაციას: Microsoft Teams, როგორც თანამშრომელთა ერთიანი საკომუნიკაციო პლატფორმა (ჩატებიდან ვიდეო კონფერენციებამდე).
ვებინარს გაუძღვება:
Evgeniy Andreychuk, გაყიდვების ხელმძღვანელი Microsoft-ის გადაწყვეტილებების მიმართულებით, Softline EE&CA
ვებინარზე დასწრება უფასოა. წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია.
რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ვებინარზე ბმულს ელ.ფოსტის საშუალებით.