მოგესალმებით,
მოხარული ვართ მოგიწვიოთ ვებინარზე: «ბიზნესის პროცესების უსაფრთხოების უზრუნველყოფა Check Point Harmony Email & Office-თან ერთად!», რომელიც გაიმართება 20 აპრილს, 12:00 საათზე.
ვებინარის ფარგლებში ჩვენ შევეხებით გადაწყვეტილებას - Check Point Harmony Email & Office, რომელიც წარმოადგენს სრულ უსაფრთხოებას ფოსტისა და ბიზნეს ინსტრუმენტებისათვის.
ძირითადი უპირატესობები:
- სრული უსაფრთხოება ელ.ფოსტისა და ბიზნეს ინსტრუმენტებისთვის
- უკომპრომისო უსაფრთხოება - ანუ ჩვენ ვხედავთ იმას, რაც ყველა დანარჩენისთვის უხილავია
- საუკეთესო TCO - უნივერსალური, ეფექტური და ხელმისაწვდომი გადაწყვეტილება ფოსტისა და ბიზნეს ინსტრუმენტებისათვის.
მთავარი შესაძლებლობები:
- ანტიფიშინგი: ყველაზე მოწინავე ფიშინგ შეტევების ბლოკირება, როგორიც არის impersonation (იმიტირება) და Business Email Compromise (BEC)
- დაცვა მავნე პროგრამული უზრუნველყოფისგან: მავნე პროგრამული უზრუნველყოფის დაბლოკვა და გასუფთავებული ფაილების მოწოდება წამებში
- მონაცემთა გაჟონვის თავიდან აცილება: პოლიტიკების დაწესება მონაცემთა უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და ნორმატიული მოთხოვნების დასაცავად.
- Account Takeover პრევენცია: სისტემაში საეჭვო შეღწევადობის დაბლოკვა დაპატენტებული, უნიკალური ტექნოლოგიის გამოყენებით.
ვებინარს გაუძღვება: გიორგი ღონღაძე, Noventiq Georgia-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერი Check Point გადაწყვეტილებების მიმართულებით.
გაინტერესებთ როგორ დაიცვათ თქვენი ბიზნესი გაზრდილი კიბერსაფრთხეებისგან?
დაესწარით ჩვენს ვებინარს, მიიღეთ უახლესი ინფორმაცია პირადად Check Point-ის სერთიფიცირებული ექსპერტისგან და უზრუნველყავით ბიზნესის უსაფრთხო მომავალი.
ვებინარზე დასწრება უფასოა. წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია.
რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ვებინარზე ბმულს ელ.ფოსტის საშუალებით.