მოგესალმებით,
გიწვევთ "ნოვენთიქ ყაზახეთი"-ს და Autodesk-ის ერთობლივი სემინარის ონლაინ სტრანსლაციაზე: "ციფრული ტექნოლოგიები მშენებლობასა და მრეწველობაში: შედეგები და მომავალი“, რომელიც მიეძღვნება Autodesk-ის თანამედროვე გადაწყვეტილებებს.
ღონისძიების ფარგლებში, მსმენელები გაეცნობიან ცენტრალურ აზიაში Autodesk-ის ბაზრის განვითარების ძირითადი ტენდენციებისა და სტრატეგიული მიმართულებების განვითარების შესახებ. ასევე განხილულ იქნება მოწინავე გადაწყვეტილება შენობების ინფორმაციული მოდელირებისათვის (BIM) - Autodesk Revit, რომელიც აძლევს მომხმარებლებს მონაცემთა შექმნის და მართვის საშუალებას პროექტის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე - კონცეპტუალური დიზაინიდან მშენებლობამდე და ექსპლუატაციამდე.
რა იქნება განხილული?
- როგორ დაგეხმარებათ Autodesk-ის ინსტრუმენტები ზუსტი ნახაზებსა და პროექტირებაში;
- სხვადასხვა ტიპის ლიცენზიები, რომლებიც ორგანიზაციებს აძლევს საშუალებას პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება მოარგონ საკუთარ საჭიროებებს.
ინტეგრაციის შესაძლებლობები
მონაწილეები გაიგებენ, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ისეთი გადაწყვეტილებების ინტეგრაცია, როგორიცაა Autodesk Civil 3D ინფრასტრუქტურული პროექტირებისათვის და Autodesk Navisworks პროექტების კოორდინაციისა და მართვისათვის. Autodesk Inventor და Autodesk Vault კომბინაციის გამოყენება მოგცემთ ხარჯების შემცირების საშუალებას პროექტირების პროცესების ოპტიმიზაციის, შეცდომების მინიმიზაციისა და მუშაობის ხარისხის გაუმჯობესების შედეგად. ეს, თავის მხრივ, გაზრდის ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება რთულ ეკონომიკურ პირობებში.
გამოყენების წარმატებული ქეისები
ამ ტექნოლოგიების მრეწველობაში წარმატებით გამოყენების რეალური ქეისებით, გაიგებთ თუ როგორ შეიძლება რთული ამოცანების შესრულება, პროცესების ოპტიმიზაცია და ხარჯების შემცირება.
გარდა ამისა, მსმენელები გაეცნობიან BIM ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკებს პროექტის ყველა ეტაპზე - პროექტირებიდან და მშენებლობიდან ექსპლუატაციამდე.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ყაზახი კოლეგები ატარებენ აღნიშნულ ღონისძიებას, სამუშაო ენა გახლავთ რუსული.