მოგესალმებით,
მოხარული ვართ, მოგიწვიოთ Autodesk-ისა და MUK-ის ერთობლივ ღონისძიებაზე «Autodesk HUB 2023», რომელიც გაიმართება 14 დეკემბერს, პუშკინის ქუჩის № 5-7-ში მდებარე სასტუმრო «Monograph Hotel»-ში, 10:00 საათზე და დასრულდება 19:00 საათზე. აღნიშნული ღონისძიება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო ღონისძიება მშენებლობის, არქიტექტურისა და პროექტების დიზაინის მიმართულებით და წელს იგი გაიმართება თბილისში.
Autodesk HUB არის ღონისძიება, რომელიც განკუთვნილია დიზაინის, სამშენებლო და სახელმწიფო სფეროში მომუშავე პროფესიონალებისათვის, ასევე დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებისათვის.
დღევანდელ დღეს, დიზაინისა და სამშენებლო სფეროში არსებული ახალი ტექნოლოგიები იძლევა მნიშვნელოვანი უპირატესობების მიღების შესაძლებლობას, რაც მუშაობის პროცესს ხელს უწყობს, როგორც ცალკეული შენობების, ისე მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისას.
Digital modeling, BIM technologies, point clouds, cloud technologies - ამ ტექნოლოგიების დახმარებით შესაძლებელია დიზაინერებისა და მშენებლების მუშაობის ხარისხის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა.
Autodesk HUB ღონისძიებაზე დასწრებით, თქვენ მიიღებთ შესაძლებლობას ეზიაროთ საინტერესო თეორიებს და გაეცნოთ პრაქტიკულ მაგალითებს ციფრული კონსტრუქციის მიმართულებით.
ღონისძიების სპიკერები:
- Pavel Tishchenko, Autodesk solutions Brand Manager
- Alexander Shipilov, Autodesk Solutions Expert
- Maksim Melnikov, Autodesk Solutions Expert
ღონისძიების ორგანიზატორი კომპანიები: Autodesk & MUK
ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ დასტურს, ელ.ფოსტის საშუალებით კალენდარში.
ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდით:
ქეთი თათარაშვილი
ელ.ფოსტა: K.Tatarashvili@noventiq.com
ტელ: +995 593 10 60 06