სასტუმრო ბიზნესი - ეს არის უკიდურესად კონკურენტუნარიანი ინდუსტრია, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია იყოთ გამორჩეული და დაუტოვოთ ვიზიტორებს დადებითი შთაბეჭდილება სასტუმროს მომსახურების ყველა მიმართულების ურთიერთქმედებაზე. ხშირად პატარა დეტალს, რომელსაც ვიზიტორი აწყდება, შეუძლია გაანადგუროს სასტუმროს პოზიტიური იმიჯი, ლამაზი ინტერიერის, ფართო ნომრებისა და კარგი ლოკაციის მიუხედავად. მაგალითისთვის, ვიზიტორი შეიძლება ვერ გაერკვიოს კონდიციონერის პარამეტრებში და ვერ დაუკავშირდეს რეცეფციას, რის შედეგად მისი შთაბეჭდილება სასტუმროს სერვისის მიმართ მკვეთრად გაუარესდება.
დაესწარით ვებინარს და გაიგეთ, თუ როგორ შეგიძლიათ ერთდროულად გაზარდოთ სასტუმროს თანამშრომელთა მუშაობის ეფექტურობა, ამავდროულად თავი აარიდოთ მომხმარებლებთან ურთიერთქმედების დატვირთვას და გადაიტანოთ ვიზიტორთა ყურადღება Apple მოწყობილობებზე, რომლებიც შესანიშნავად ადაპტირდებიან კორპორატიული მომხმარებლების ბიზნეს ამოცანებთან Aruba-ს საიმედო Wi-Fi ქსელის დახმარებით.
აღნიშნული ვებინარის ფარგლებში განხილულ იქნება შემდეგი თემები:
- სასტუმროების მსოფლიო ტრენდები;
- სად და როგორ შეიძლება Apple მოწყობილობების გამოყენება სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში;
- როგორ გავაუმჯობესოთ სერვისი და გავზარდოთ ვიზიტორთა ლოიალობა Apple მოწყობილობების გამოყენებით;
- როგორ ვმართოთ მოწყობილობები ცენტრალიზებულად და რა არის MDM;
- ვიზიტორთა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება და კონფიდენციალობა;
- მომხმარებლის და სასტუმროს შორის ურთიერთქმედების პროცესის გამარტივება Aruba ქსელების საშუალებით.
ონლაინ ღონისძიებას გახსნის რევაზ ურუშაძე, დირექტორი, Softline Georgia
ვებინარის სპიკერი გახლავთ Sofya Stavisskaya, Strategic Vendors Lead, Softline EE&CA
ვებინარი საინტერესო და პროდუქტიული იქნება, როგორც პატარა სასტუმროების, ასევე მსხვილი სასტუმროების ქსელების მფლობელების და IT დირექტორებისათვის.
ვებინარი გაიმართება ინგლისურ ენაზე, Microsoft Teams პლატფორმაზე.
ვებინარზე დასწრება უფასოა. წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია.
რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ვებინარზე ბმულს ელ.ფოსტის საშუალებით.