მოგესალმებით,
მოხარული ვართ მოგიწვიოთ Noventiq Georgia-სა და პარტნიორი კომპანია Checkmarx-ის ერთობლივ ვებინარზე «Software Supply Chain Security: All You Need to Know», რომელიც გაიმართება 16 მაისს, 12:00 საათზე.
კომპანია Checkmarx არის აპლიკაციების უსაფრთხოების წამყვანი პროვაიდერი. იგი სთავაზობს მომხმარებლებს კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებას, რომელიც გამოიყენება Code Review-ში სტატიკური და დინამიური აპლიკაციების უსაფრთხოების ტესტირებისათვის.
ვებინარის ფარგლებში განიხილება შემდეგი საკითხები:
- შესავალი: მიმოხილვა Supply Chain Security-ის შესახებ
- რისკების გააზრება: მიმდინარე საფრთხეების მაგალითები
- AI პაკეტის ,,ჰალუცინაციები'' (AI package hallucinations)
- პრევენციული ზომები: თქვენი ორგანიზაციის დაცვა
- კითხვა-პასუხის სესია
თარიღი: 16 მაისი
დრო: 12:00 – 13:00
სპიკერი: ლეონ მაისტერი, Checkmarx-ის უსაფრთხოების ექსპერტი.
ლეონ მაისტერი გახლავთ აპლიკაციების უსაფრთხოების უფროსი ექსპერტი კომპანია Checkmarx-ში, რომელსაც აქვს დაახლოებით 20 წლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების, IT უსაფრთხოებისა და Source-Code ანალიზის სფეროში.
ვებინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე, Microsoft Teams-ის პლატფორმაზე.
ვებინარზე დასწრება უფასოა. წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია.
რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ვებინარზე ბმულს ელ.ფოსტის საშუალებით.