გიწვევთ ვებინარზე: «Microsoft and Office 365 Subscription Price Increase in 2022», რომელიც გაიმართება 8 დეკემბერს, 12:00 საათზე. ვებინარის ფარგლებში განვიხილავთ 2022 წელს «Microsoft and Office» გაძვირების საკითხს, შევეხებით სიახლეებს და გაცნობებთ რისთვის მოემზადოთ, რა მოასწროთ და რატომ რჩება CSP ლიცენზირება ყველაზე მომგებიან არხად.
ჩვენ ვცდილობთ დროულად ვაცნობოთ ჩვენს მომხმარებლებს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ!
ჩვენ პირველთა შორის ვცდილობთ შეგატყობინოთ Microsoft-ის ლიცენზირების და საფასო პოლიტიკაში არსებული ბოლო სიახლეების და ცვლილებების შესახებ, რომლებიც ძალაში შევა 2022 წელს.
Microsoft 365, თავისი არსებობის განმავლობაში მუდმივად ვითარდებოდა და ნერგავდა ახალ ტექნოლოგიებს - კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის ფუნქციები, უსაფრთხოების გაზრდა, ნორმატიულ მოთხოვნებთან შესაბამისობა, ხელოვნურ ინტელექტზე და ავტომატიზაციაზე შექმნილი ინსტრუმენტები.
2022 წლის 1 მარტიდან, პირველად 10 წლის განმავლობაში, კომპანია Microsoft შეიტანს ცვლილებებს Microsoft 365-ის ქლაუდ სერვისის საფასო პოლიტიკაში. თავისი მომხმარებლებისათვის ღირებულების და ინოვაციების მიწოდების მიზნით, Microsoft განსაზღვრავს ცვლილებების მთავარ მიზანს, როგორც ინვესტიციას უკვე არსებული სერვისების სრულყოფაში, აგრეთვე ახალი ფუნქციების, აპლიკაციების და სისტემების განვითარებაში.
იყავით მზად ცვლილებებისათვის! შემოგვიერთდით ვებინარზე, რომელზეც შევეხებით სიახლეებს და გაცნობებთ რისთვის მოემზადოთ, რა მოასწროთ და რატომ რჩება CSP ლიცენზირება ყველაზე მომგებიან არხად.
ვებინარის ფარგლებში ვისაუბრებთ ბიზნესისათვის CSP არხის უპირატესობებზე და მის მახასიათებლებზე, აგრეთვე იმ ცვლილებებზე, რომლებიც განხორციელდა აღნიშნულ არხში. გაგიზიარებთ Microsoft-ის ბოლო ანონსებს - Open License (OLP) არხის დახურვა, ახალი ვერსიების გამოშვება, Microsoft და Office 365 გამოწერებზე ფასების ზრდა. აგრეთვე მოგიყვებით გამოწერების (Subscription) მართვის მექანიზმზე და უპირატესობებზე, რომლებსაც იღებენ ჩვენი მომხმარებლები.
პროგრამა:
- CSP არხის ძირითადი ღირებულებები და შესაძლებლობები;
- CSP არხის ცვლილებები: პროდუქტების ხელმისაწვდომი ნაკრები, new commerce experience (NCE), საცდელი ლიცენზიები;
- Microsoft-ის სიახლეები, მათ შორის:
- Open License (OLP) არხის დახურვა;
- ახალი ვერსიების გამოშვება;
- Microsoft და Office 365 გამოწერებზე ფასების ზრდა;
- CSP არხში ხელმისაწვდომი პრომო აქციები;
- Softline--ის სერვისები.
ვებინარში მონაწილეობა განსაკუთრებით საინტერესო იქნება IT სამსახურის ხელმძღვანელებისათვის, აღმასრულებელი და ოპერაციული ხელმძღვანელებისათვის, ბიზნესის განვითარების და კომერციული დირექტორებისათვის.
ღონისძიების სპიკერი:
ტატიანა ელისეევა
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
Softline
ვებინარზე დასწრება უფასოა. წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია.
რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ვებინარზე ბმულს ელ.ფოსტის საშუალებით.