ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესისათვის განკუთვნილ პრაქტიკული ვებ-კასტების სერიას იმის შესახებ, თუ როგორ ვუზრუნველყოთ თანამშრომლის უსაფრთხო, მრავალფუნქციონალური, მაშტაბირებადი და მოქნილი სამუშაო სივრცე ზოგადად და თანამედროვე ორგანიზაციაში ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში.
23 სექტემბერს ჩვენ გავაშუქებთ უსაფრთხოების თემას. ჩვენი ექსპერტები ისაუბრებენ იმაზე, უსაფრთხოების რომელი გადაწყვეტილებები არსებობს Microsoft 365 Business Premium-ში და როგორ შეგიძლიათ მათი გამოყენება.
შემოგვიერთდით ვებინარზე და გაიგეთ:
- როგორ გავზარდოთ მრავალფაქტორიანი ავტორიზაციის IQ?
- როგორ შევამციროთ დატვირთვა Helpdesk-ზე და რატომ არის ეს დაკავშირებული კიბერშეტევების რისკის შემცირებასთან?
- Microsoft 365 უსაფრთხოების რა სცენარები გამოიყენება მომხმარებლის ანგარიშებში?
- როგორ დავიცვათ ბიზნესი გაჟონვისგან და ფიშინგისგან?
- როგორ მოვიქცეთ, თუ უკვე გაქვთ დანერგილი Microsoft 365?
ვებინარის პროგრამა:
- Microsoft - უსაფრთხოების ვენდორი;
- მრავალფაქტორიანი ავტორიზაცია: ტიპიურიდან ინტელექტუალურ გადაწყვეტილებამდე;
- ყველა სერვისისათვის მომხმარებლის ერთი ანგარიში (ექაუნთი);
- მუშაობა პირადი მოწყობილობებიდან;
- ინფორმაციის დაცვა გაჟონვისგან;
- ფიშინგის შემცვლელი წერილები, ბმულები და ელ.ფოსტაში საშიში თანდართული ფაილები;
- როგორ წავიდეთ წინ?
სპიკერი გაამახვილებს ყურადღებას უსაფრთხოების ტექნოლოგიებზე და შეეხება შემდეგი გადაწყვეტილებების ფუნქციონალურ შესაძლებლობებს: Office 365, Microsoft 365, EMS, AzureActive Directory, MFA, Conditional Access, SSPR, SSO, Intune, Microsoft EndpointManager, Defender for Office 365, Data LossPrevention, Microsoft Information Protection.
შემოგვიერთდით, დაგვისვით კითხვები და მიიღეთ პასუხები რეალურ დროში.
ვებინარს გაუძღვება:
Evgeniy Andreychuk
გაყიდვების ხელმძღვანელი Microsoft გადაწყვეტილებების მიმართულებით, Softline EE&CA
ვებინარი გაიმართება Microsoft Teams პლატფორმაზე.
ვებინარზე დასწრება უფასოა. წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია.