მოხარული ვართ მოგიწვიოთ ვებინარზე «როგორ ვმართოთ კომპანიის ციფრული აქტივები», რომელიც გაიმართება 7 ოქტომბერს, 12:00 საათზე.
ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესისათვის განკუთვნილ, პრაქტიკულ ვებ-კასტების სერიას თემაზე - როგორ უზრუნველვყოთ თანამშრომლის უსაფრთხო, მრავალფუნქციონალური, მასშტაბირებადი და მოქნილი სამუშაო სივრცე ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში და ზოგადად თანამედროვე ორგანიზაციაში.
7 ოქტომბერს გავაშუქებთ, ჩვენი აზრით ნებისმიერი ორგანიზაციისათვის ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას - როგორ ვმართოთ კომპანიის ციფრული აქტივები, როგორ შევამციროთ გამოუყენებელი რესურსების დანახარჯი და მოვახდინოთ არსებული ლიცენზიების/პროგრამული უზრუნველყოფის მაქსიმალური ოპტიმიზაცია.
ჩვენ მოგიყვებით:
- როგორ დაზოგოთ დანახარჯი ლიცენზიებზე ერთ მომწოდებელზე გადასვლის ხარჯზე?
- როგორ შეამციროთ ხარჯი ადმინისტრირებაზე და IT სისტემების დანერგვაზე?
- როგორ მოახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია CAPEX-დან OPEX-ზე გადასვლის გზით?
ვებინარის პროგრამა:
- პროგრამული უზრუნველყოფის, სერვისებისა და აპლიკაციების რომელი მოდელია ყველაზე მომგებიანი დღევანდელ დღეს?
- რა არის CSP და რატომ არის ლიცენზირების ეს ტიპი ყველაზე მორგებული ბიზნესზე?
- რომელი პროდუქტებია ხელმისაწვდომი CSP პროგრამაში და როგორ ვმართოთ ისინი?
- ციფრული სამუშაო სივრცის საფუძველი: Microsoft365 და Windows365 ოპტიმალური სატარიფო გეგმები
- ვისაუბრებთ Microsoft-ის კლასიკური პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ
- გზა ციფრულ სამუშაო სივრცემდე. ვისაუბრებთ ხელმისაწვდომ საცდელ ვერსიებზე
შემოგვიერთდით, დაგვისვით კითხვები და მიიღეთ პასუხები რეალურ დროში.
ვებინარს გაუძღვება:
Evgeniy Andreychuk
Microsoft გადაწყვეტილებების გაყიდვების ხელმძღვანელი, Softline EE&CA
ვებინარი გაიმართება Microsoft Teams პლატფორმაზე.
ვებინარზე დასწრება უფასოა. წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია.