მოხარული ვართ, მოგიწვიოთ „სოფთლაინ საქართველო“-სა და ჩვენი პარტნიორი ვენდორების - Check Point Software Technologies & ESET NOD32-ის ერთობლივ ტრადიციულ ღონისძიებაზე - „რთველი 2019“.
ღონისძიება გაიმართება თბილისიდან 70 კმ-ში, საგარეჯოს რაიონში, 5 ჰექტარზე გაშენებულ აგრო-ტურისტულ კომპლექსში „ბადიაური“. ისტორიულად ბადიაური და მისი მიმდებარე სოფლები ამ რეგიონის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, დამზადებისა და რეალიზაციის უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ამ უმშვენიერეს ადგილას, მიიღოთ მონაწილეობა რთველში და მასთან დაკავშირებულ საინტერესო აქტივობებში. რთველი ტრადიციულად დასრულდება ვახშამით რესტორანში.