მოგესალმებით,
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ კომპანია “ნოვენთიქ საქართველო“-ს გუნდი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფორუმში «BIT-2024» («Around the Data Center. Around the Cloud. Around IoT. Around IP. Around Security»), რომელიც გაიმართება 27 ნოემბერს, სასტუმროში Wyndham Grand Tbilisi (მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქ. №3).
კონფერენციის ფარგლებში „ნოვენთიქ საქართველო“-ს კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, დავით არჩვაძე ჩვენს პარტნიორ კომპანია ESET-ის წარმომადგენლებთან ერთად წარადგენს პრეზენტაციას თემაზე «IT Security Challenges & ESET Solutions». თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, გაეცნოთ კიბერ უსაფრთხოების აქტუალურ გამოწვევებს, დაცვის სისტემებისათვის გვერდის ავლის არასტანდარტულ მეთოდებს და ESET-ის თანამედროვე გადაწყვეტებს მიზანმიმართული კიბერშეტევებისაგან დასაცავად.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაცია მიმდინარეობს აღნიშნული ფორუმის ორგანიზატორების ვებ-გვერდზე. რეგისტრაციის დასტურსაც მიიღებთ მათგან ელ.ფოსტის საშუალებით.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის!